რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზიარმა პროექტის „სამართლიანი არჩევნები-დემოკრატიულ საზოგადოება“ ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, მოაწყო ღია სტენდის აქცია. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის დირექტორმა ხათუნა ბეჭვაიამ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მისია არის სოციალურად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება საზოგადოებაში. „ჩვენი მიზანი იყო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მოგვეწოდებინა, რომ 21 ოქტომბერს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=vphLOCZCNlY[/embedyt]
დღევანდელ აქციაზე ზუგდიდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ სტენდზე წარწერით მომავალი მერისთვის შეტყობინება გაეგზავნათ. მოქალაქეების ნაწილს სურს, რომ მერი იყოს სამართლიანი, მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობდეს, არ იყოს მატყუარა და გრძნობდეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე. ,,ღია სტენდის” აქცია მესტიაშიც გაიმართა და ხვალ კი ფოთში გაიმართება.