რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრმა „თანაზირმა“ პროექტის „სამართლიანი არჩევნები-დემოკრატიული საზოგადოება“ პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის დირექტორმა ხათუნა ბეჭვაიამ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ.
მისი თქმით, რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ 2003 წლიდან მონიტორინგს ახორცეილებდა არჩევნებთან დაკავშირებით. საზოგადოების ინფორმორებულობას ახდენდა ტრენინგებისა და საინფორმაციო ბუკლეტების მეშვეობით სხვადასხვა შეხვედრების ჩატარების გზით. „2003 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები იყო პირველი არჩევნები, როცა ორგანიზაცია ახდენდა დაკვირვებას ოც საარჩევნო უბანზე, 2008 წელს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, ორგანიზაციას ზუგდიდის #67 საოლქო ოლქში დარეგისტრირებული იყო, როგორც დამკვირვებელი ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაცია. საარჩევნო პროცესებზე ვახდენდით დაკვირვებას, მომზადებული გვყავდა 30 დამკვირვებელი და ისინი თვითონ აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს. 2010 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, #67 საოლქო ოლქში ვიყავით, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაცია, უკვე 45 ადამიანი გვყავდა მომზადებული დამკვირვებლად.“ მისი თქმით, ორგანიზაცია, წლების განმავლობაში, გამოსცემდა ბუკლეტებს. მისი განმარტებით, ახალი პროექტი განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში: ზუგდიდში, ფოთში, წალენჯიხაში და მესტიაში. პროექტის ფარგლებში, იგეგმება საარჩევნო საადვოკატო ტრენინგების და შეხვედრების ჩატარება, ჰოსტერების გამოცემა საჯარო ადგილებისთვის, საარჩევნო წიგნაკების და ლიფლეტების გამოცემა- გავრცელება, არჩევნების დღის ინცენირება, ასევე, დაგეგმილია თოქ-შოუ რადიოში და საგაზათო ჩანართების გაკეთება. ხათუნა ბეჭვაია ამბობს, რომ პროექტის ბენეფიციარები არიან ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები. მისი თქმით, პროექტი გაგრძელდება ორი თვის განმავლობაში. „ჩვენ ვეცდებით, მოვიცვათ უფრო ფართო მასები. იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ინფორმირებული, რას შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=yKDhkkT0yQY[/embedyt]