თამთა თოდაძის მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში


  • დღეს, ზუგდიდში, ქალთა მიმართ ძალადობის დასაგმობი და თამთა თოდაძის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს პლაკატები ეჭირათ ხელში: “არა ნიშნავს არას!”, “ნუ მათვალიერებ”, “ნუ გაჩუმდები!”, “პოლიცია დასაჯე მოძალადე”, “ქალზე ძალადობა დანაშაულია”. 

მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

“სამოქალქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის” თავმჯდომარემ ციცინო შენგელიამ აღნიშნა, რომ აქციის მიზანია ხმა მიაწვდინონ თამთას და სოლიდარობა გამოუცხადონ. “არცერთი წუთით მან თავი არ უნდა იგრძნოს მარტო. პროკურატურას უნდა მოვსთხოვოთ, რომ ამ საქმეზე დაიწყოს მუშაობა და დაისაჯონ დამნაშე პირები”.

სამოქალაქო აქტივისტმა ცაბუნია ვართაგავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციაზე, მოსვლის ორი მიზანი ჰქონდა. “პირველი ეს არის, ის უსამართლობა, რაც ხდება ზოგადად, სისტემის უსამართლობა, რომელიც არ განიხილავს ძალადობას, რომელიც მსხვერპლს არ აღიქვამს ძალადობის მსხვერპლად. მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ მოვედი თამთას და ყველა იმ ქალის მხარადსაჭერად, რომლებიც პირისპირ არიან დარჩენილი უსამართლობასთან და საზოგადოების საშინელ წარმოდგენებთან.

თამთა თოდაძეს მხარდასაჭერ აქციას შეუერთდა “ევროპული საქართველოს” წევრი ბათლომე შელია. მისი განმარტებით, თამთას სახით, ყველა იმ ქალს უჭერს მხარს, რომელიც განიცდის ძალადობას. “თამთას ფაქტი ისედაც მეტყველებს იმაზე, რომ ის პიროვნება, რომელმაც ეს ჩაიდინა დამნაშავეა, თუნდაც იმიტომ, რომ ის შეფარებულია საავადმყოფოს და თვალს ვერ უსწორებს საზოგადოებას. ეს არის ერთ-ერთი მანიშნებელი ფაქტორი იმისა, რომ ეს პიროვნება არ არის სუფთა ამ საქმეში. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დასაჯოს ეს პიროვნება და საზოგადოებას დაანახოს, რომ ასეთი მოქცევა, არა მარტო ქალის მიმართ, არამედ ზოგადად, საზოგადოებაში, ასეთი მოქცევა არ დარჩება დაუსჯელი.

თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმეზე გამოძიება ერთი კვირაა დაიწყო, თუმცა ქალს დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს მინიჭებული.

ილია ჯიშკარიანი, თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია. ის ამჟამად ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჰოსპიტალში იმყოფება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!