- ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ჰოლივუდის მეგავარსკვლავი ჯულია რობერტსი თეთრეულისა და საცურაო კოსტიუმების ბრენდ Calzedonia-ს ახალ რეკლამაში ერთად მონაწილეობენ. ინფორმაციას ამის შესახებ თაკო ნაცვლიშვილის დედა თავად ავრცელებს და წერს, რომ სარეკლამო რგოლი ივნისის ბოლოს გამოვა.
“Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მასშტაბით იტრიალებს” – წერს მოდელის დედა ნინო ცქიტიშვილი.