„თავისუფალი დემოკრატების“ ზუგდიდის ორგანიზაცია სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში განხორციელებული ძალადობის ფაქტს. “ცალსახაა რომ ქვეყანაში ნორმალური, სამართლიანი და მშვიდ გარემოში არჩევნების ჩატარება
არის როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან, ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ძალადობის პროვოცირებაზე, ან განხორციელებაზე, ჩვენთვის არის მიუღებელი. ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ვგმობთ სოფელ კორცხელში მომხდარ ფაქტს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღნიშნული სასწრაფოდ იქნას გამოძიებული და თითოეული მასში მონაწილე მოძალადე უმკაცრესად იქნას დასჯილი. 4 წლის წინ ჩვენ ერთად შევებრძოლეთ მსგავს ფაქტებს, ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ ძალადობაზე, ზეწოლაზე, ადამიანის თავისუფლების ხელყოფაზე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კულტურის დასამყარებლად და მათ შორის განსაკუთრებით ქალაქ ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში”