- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყონებლივ მოახდინა შეტყობინებაზე რეაგირება. მისამართზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა და დაიწყო ხანძრის ქრობის სამუშაოები.
არსებობდა ცეცხლის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის დროული ლოკალიზება მოახერხეს.
ამ დროისთვის, ადგილზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.