- დღეს, ზუგდიდში, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ორგანიზებით, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. მხარდასაჭერ აქციას ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე უკრაინის დროშები გამოფინეს.
ინფორმაციისთვის, უკრაინაში 16 თებერვალს ერთიანობის დღეს აღნიშნავენ.
ფოტო: დავით ლოგუა