ზუგდიდში 81 მოქალაქეა თვითიზოლაციაში


  • ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიიზოლაციაში იმყოფება 285 მოქალაქე, ზუგდიდში 81. 

სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციის პერიოდი დაუსრულდა რეგიონის მასშტაბით სულ 434 პირს, ზუგდიდში 164 მოქალაქეს.

კარანტინში რჩება ჯამში 162 პირი. მათგან ზუგდიდში – 67

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 108 -მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმშია 4995 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 პირი.

108 ადამიანიდან 21 გამოჯანმრთელებულია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × 5 =

Akismet ანტისპამი