- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7–9 იანვარს ქ. თბილისში მოსალოდენლია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 7 და 8 ინავარს +5,+7, ხოლო 9 იანვარს +12 გრადუსი დაფიქსირდება.
” სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 7–9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7– 9 იანვარს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.”-ნათქვამია ინფორმაციაში.