ზუგდიდში 1932 წელს დაარსდა პირველი პროფესიული დრამატული თეატრი


  • ზუგდიდში, სცენისმოყვარეთა სპექტაკლები XIX საუკუნის II ნახევრიდან იმართებოდა. პირველი სპექტაკლი, მოლიერის „ძალად ექიმი“, 1869 წლის 11 აპრილს დადგა ანტონ ფურცელაძემ. 1907-1908 წლებში ზუგდიდში შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დრამატული წრე, ე. წ. „მუშური დრამწრე“, რომელიც 125 სცენისმოყვარეს აერთიანებდა.

წრის წევრები 1915 წლიდან მართავდნენ ლიტერატურულ საღამოებს, დგამდნენ სპექტაკლებს. საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ლ. მესხიშვილი, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ელეფთერ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე იმედაშვილი, ვახტანგ ურუშაძე და სხვა.

1932 წელს ზუგდიდში დაარსდა პირველი პროფესიული დრამატული თეატრი, რომელსაც 1959 წელს შალვა დადიანის სახელი მიენიჭა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 32 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!