- ზუგდიდში, მიმდინარე წელს 19 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორაციიით, 16 სახლის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სამის მშენებლობაზე კი ტენდერი გამოცხადებულია. სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები.