- გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი.
“თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.