- დღეს, სახელოვნებო სკოლების ორგანიზებითა და მეგოBar-ის მხარდაჭერით გაიმართა ჯაზის საერთაშორისო კვირეულისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელოვნებო სკოლების გაერთიანების N1, N2 სამუსიკო და საგუნდო-სამუსიკო სკოლების საფორტეპიანო და საორკესტრო მიმართულების მოსწავლეები, ორკესტრი “ამადეუსი” კი რამდენიმე თემატური ნაწარმოებით წარსდგა მსმენელის წინაშე.
საღამოს უძღვებოდა მუსიკათმცოდნე- ნანა ნარმანია.
კონცერტს ესწრებოდნენ ვიცე მერი კონსტანტინე კაკავა და მერიის წარმომადგენლები.