- ზუგდიდში, “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” საკონცერტო დარბაზში, სუხიშვილების ოქროს თაობის მოცეკვავეების სახელობის ხელოვნების ფესტივალი – “ძმები მოსიები” გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობდნენ სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ღონისძიებას ესწრებოდა საპატიო ზუგდიდელი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის რაინდის ორდენოსანი – ბატონი თამაზ მოსია.
ფესტივალი უკვე მერამდენედ ტარდება ზუგდიდში. მისი დაფუძნებელი და დირექტორი გახლავთ სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რომეო ბულია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქორეოგრაფთა კავშირი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი ერთობლივად.