ზუგდიდში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საჯარო სკოლას სახურავი გადახადა.

ქარმა ჩხორიაში კულტურის სახლის სახურავიც დააზიანა.

რეგიონის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

უწყების ცნობით, წუხელ წაქცეული ხეებისგან გაიწმინდა სავალი ნაწილები. მუნიციპალური სამსახურები რეგიონში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen − 10 =

Akismet ანტისპამი