- საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 11, 12 და13 ივლისს ზუგდიდი უმასპინძლებს U15 და U17 წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატს.
შეჯიბრზე 16 ქალაქის 200-მდე ძალოსანი შეეცდება ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას. ასევე გამარჯვებულ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაშიც გამოვლინდებიან.
ასპარეზობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართება.