- დღეს, ზუგდიდი “ღვინის დღეებს საქართველოში” მასპინძლობდა. ბოტანიკურ ბაღში ადგილობრივ მეწარმეებს, მეღვინეებს საკუთარი პროდუქცია ჰქონდათ გამოფენილი.
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილობრივი მზარეულების მიერ, მომზადებული ტრადიციული კერძების დაგემოვნება. გაიმართა გებჟალიის მომზადების მასტერკლასი.
ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში,“ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტული მუზეუმის ეზოში საზეიმო გალაკონცერტით დაიხურა.