- დღეს, 1-ელი ოქტომბრიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის სკოლების I-VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ.
ზუგდიდის საგანმანათლებო რესურსცენტრის ხელმძღვანელის კახაბერ ფარცვანიას ინფორმაციით, ზუგდიდის ქალაქის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ყველგან დაიწყო. “რაც შეეხება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს, რუხში, დიდნეძში, ინგირის პირველ და ცაიშში, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში არ მიმდინარეობს,მაგრამ მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში დისტანცირად. კითხვაზე, თუ როდის განახლდება ამ სკოლებში სასწავლო პროცესი, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გვითხრა: “ეს დამოკიდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრზე, თუ როგორ რეკომენდაციებს მოგვცემენ”.
ინფორმაციისთვის, მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, სწავლას კვლავ ონლაინ რეჟიმში აგრძელებენ.