- პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის IV საერთაშორისო ფესტივალი ,,კოლხი და…“ ჯიხაშკარში, მის მშობლიურ სოფელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.
პოლიკარპე ხუბულავას 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლოტბარის ჩანაწერების აუდიო- ვიდეო დისკის პრეზენტაცია გაიმართა.
ფესტივალს სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გრეტა წიწავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფესტივალი 16 ივლისს, დადიანების სასახლის მიმდებარედ გალა კონცერტით დასრულდება.
ღონისძიების წამყვანი: ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გოდერძი შარაშია.
ფესტივალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.