- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის საავტომობილო გზაზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები და იყრება ტექნიკური მარილი. ამჟამად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. მიმდინარეობს შიდა საუბნო გზებზე თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები.
მერის ინფორმაციით, 20-მდე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ელექტროენერგიის აღსადგენად ,,ენერგო პრო ჯორჯია”-ს თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.