ზუგდიდში ტრადიციული სააღდგომო ფესტივალი გაიმართა


ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპილიტ მეუფე გერასიმეს ლოცვა–კურთხევითა და ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის ინიციატივით, ტრადიციულად, მეთერთმეტე  სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა.

ფესტივალი ორდღიანი იყო, ფესტივალის პირველ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ღონისძიების მონაწილეები წარსდგნენ კონფერენციით „ვეფხისტყაოსნის ქრისტიანული რეალიები“, შემდეგ გაიმართა ნამუშევრების გამოფენა-დათვალიერება, მოგვიანებით, კი პარაკლისი ენგურის ხიდთან. ფესტივალის მეორე დღეს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრ „ოდიშში“ გაიმართა სააღდგომო კონცერტი მოსწავლეთა შემოქმედებითი  კოლექტივების მონაწილეობით. პარალელურად მიმდინარეობდა კონკურსი ხატვაში და კალიგრაფიში. სააღდგომო ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს  სასულიერო გიმნაზიის და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.IMG_3372

სასულიერო გიმნაზიის დირექტორის მანანა ნაჭყებიას განმარტებით, სააღდგომო ფესტივალი 2007 წლიდან ტარდება. ფესტივალს იწყებენ ღვთისმშობლის კვართის მოლოცვით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ფესტივალში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ფესტივალი ტრადიციულად გაგრძელდება და საეკლესიო სკოლებთან ერთად, ჩაერთვებიან აფხაზეთის ტეროტორიაზე არსებული სკოლები. ეს მნიშვენლოვანი საფუძველი უნდა იყოს ჩვენი მოსწავლეების, ახალგაზრდების დამეგობრების და ამ სიყვარულით უნდა შევძლოთ ჩვენი დაკარგული მიწა-წყალის, დანაწევრებული საქართველოს გამთლიანება და დღევანდელი დღე გვაძლევს სწორედ ამის  განცდას“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=2z4fZJGjaQE[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!