ზუგდიდში  სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს


  • ძლიერმა ქარმა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.

ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდება, ქალაქში აბონენტებს  წყალმომარაგება შეუწყდათ. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემების აღმოსაფხვრელად.

არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილეებთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე, ნინო ვიბლიანთან ერთად ეცნობა.

სამუშაოებს ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი”  შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!