ზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ადგენს


  • წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე პრობლემები შექმნა.

დილიდან სტიქიის ზონებში სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია მის მოადგილეებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად.

ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლის ეზოები, სავარგულები, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ჩამორეცხილი და დაზიანებულია შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები.

ამ დროისთვის სპეციალური კომისია სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!