ზუგდიდში სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადების მიღება 1 ივნისს დაიწყება


  • უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა  და ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განცხადებების მიღება 1 ივნისიდან დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

ბენეფიციარებს განცხადებების შემოტანა ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებს საცხოვრებელ სახლებს 2015 წლიდან უშენებს. დღემდე 141 სახლია აშენებული.

კომისიის შემადგენლობაში მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!