- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა Arveladze Foundation – ფონდი არველაძე-ის მხარდაჭერით, ზუგდიდში სკვერის ბიბლიოთეკა გახსნეს.
ღონისძიებას ძმებ არველაძეებთან ერთად ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, თემურ ქეცბაიაც დაესწრო.
“ეროვნული ბიბლიოთეკა უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში სკვერის ბიბლიოთეკებს აწყობს, ამარაგებს უახლესი ლიტერატურით და ამით რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ, წიგნის კითხვის მოტივაციას და თანამედროვე ლიტერატურის გაცნობის საშუალებას აძლევს. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.