ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება


  •  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონის დიდ ქალაქებში, ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სადღესასწაულოდ სასაფლაოები დაიხურება.

“ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ, ჩვენს მოსახლეობას დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებითვე, მოხდება აგრარული ბაზრების დახურვა. დღემდე, ფოთის და ზუგდიდის ბაზრები ნაწილობრივ ფუნქციონირებდა, დღიდან დისტანციის დაუცველობის გამო ზუგდიდის, ხვალიდან კი ფოთის ბაზრები იხურება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!