- დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, “სკეიტპარკში”, მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, ქალაქში ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მსვლელობა მოაწყვეს.
მსვლელობის მონაწილეებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხრეო ადმინისტრაციის შენობასთან საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნი შეასრულეს.
ინფორმაციისთვის: აქციები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა.