ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტებმა და “მოძრაობამ საქართველოსთვის” წევრებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს და კომენდანტის საათი დაარღვიეს.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ტრანსპარანტი “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს” და საქართველოს ბანკის ოფისზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას ფოტოები.
აქციის მონაწილეებმა გუბერნიის შენობიდან მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია სამართლადამცავები.