- ზუგდიდის, საკრებულოს ახლად არჩეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და იქ შიმშილობის შეწყვეტას.
ინფორმაციისთვის, საკრებულოს ახლადარჩეულმა წევრებმა შიმშილობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, 15 ნოემბერს დაიწყეს.