- ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რამდენიმე გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა.
გზების სამშენებლო სამუშაოები ქალაქსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება და 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
გზები რეაბილიტირდება:
- ერგეტაში – ერგეტას ცენტრიდან ბუის გავლით დიდგვიმარას უბნამდე.
- ნარაზენში – საკალანდიოს უბანში.
- ჯიხაშკარში – სობოგასა და საშენგელიოს უბანში.
- ნაწულუკუში – ცენტრალური გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი საავტომობილო გზა.
- განმუხურში – ი.ჭავჭავაძის, ცოტნე დადიანის და კ.გამსახურდიას ქუჩები (ჭავჭავაძის ქუჩა).
- შამგონაში – ნაფატუს უბანში.
- ზუგდიდში-თაბუკაშვილის ქუჩიდან დევნილების მრავალსართულიან დასახლებამდე მონავეთის და ამ მონაკვეთიდან შ. ქირიას ქუჩის გადაკვეთამდე, ც. დადიანის ქუჩის I შესახვევი (იონა მეუნარგიას ქუჩიდან თეატრის ქუჩის პირველ შესახვევამდე), თეატრის ქუჩის I შესახვევი (ც. დადიანის ქუჩის კვეთამდე), ც. დადიანის ქუჩის (ც. დადიანის I შესახვევიდან თეატრის ქუჩის კვეთამდე, წრიულამდე), ლაზის ქუჩის (რუსთაველის ქუჩიდან ც. დადიანის ქუჩის I შესახვევამდე) და თეატრის ქუჩის ჩიხის მონაკვეთები, ხერგიანის ქუჩა ჩიხით, გრიბოედოვის ქუჩა და დ.თავდადებულის ჩიხი .
- გზა რეაბილიტირდება 8 მარტის, კუბის, ქორთუას, ჟორდანიას ქუჩის და მასთან დაკავშირებულ ჩიხში.
- მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში- ფირცხელავას ქუჩაზე საავტომობილო გზა.
ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში 120 ქუჩაზე მეტი რეაბილიტირდა.