ზუგდიდში საახალწლო ღონისძიება გაიმართა


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ზუგდიდში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, ზუგდიდელების წინაშე კი ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და ჯგუფი შერეკილები წარსდგნენ.

ქალაქში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობდნენ.
ზუგდიდში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!