ზუგდიდში, რეგიონული არქივის ახალი შენობა 7 მარტს გაიხსნება


ზუგდიდში მდებარე სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალი შენობა, რომელიც 7 მარტს გაიხსნება,  საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა. ზუგდიდის არქივის აქამდე არსებულ სამსართულიან შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ამავდროულად, მის გვერდით აშენდა 4-სართულიანი შენობა, სადაც საარქივო დოკუმენტების საცავები განთავსდა. შენობები ერთმანეთს მე-2 და მე-3 სართულებზე არსებული ხიდებით დაუკავშირდა.
საცავები, რომლის მთლიანი ფართი 1112 კვ. მეტრია, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო, აღიჭურვა კონდიცირების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით. სამეგრელოს რეგიონის რაიონების – ზუგდიდის, აბაშის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის არქივების დოკუმენტები, სულ 371 218 საქმე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იქნება დაცული.
დოკუმენტების საცავებსა და სამუშაო ოთახებთან ერთად, რეგიონული არქივის შენობაში მოეწყო სამკითხველო და საგამოფენო სივრცე.
მშენებლობა ტენდერით შერჩეულმა ორგანიზაციამ – შპს ,,აგრომშენსერვისმა“ განახორციელა. სამშენებლო სამუშაოებზე 2 მლნ.-მდე ლარი დაიხარჯა.-ამ განცხადებას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!