ზუგდიდში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივი ხდება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მძღოლები ცალმხრივად იმოძრავებენ ქუჩებზე: ზვ. გამსახურდიას გამზირის და კედიას ქუჩის კვეთიდან კედიასა და მეუნარგიას ქუჩის კვეთამდე.

ასევე, კედიასა და კოსტავას კვეთიდან, კედიას ქუჩის და მარცხენა სანაპიროს ქუჩის კვეთამდე. ზვ. გამსახურდიას გამზირის და ნარმანიას ქუჩის კვეთიდან ნარმანიას და კოსტავას ქუჩის კვეთამდე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალმხრივად. ასევე, ცალმხრივი გადაადგილება იქნება კედიასა და ვახტანგ VI-ის ქუჩის კვეთიდან კედიას და კიტიას ქუჩის კვეთამდე.

გამარჯვებისა და კედიას ქუჩის კვეთიდან გამარჯვების ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე. ავტომობილები იმოძრავებენ, მხოლოდ ცალმხრივად. მოძრაობა კ. გამსახურდიას ქუჩის და თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან თაბუკაშვილის და აღმაშენებლის ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი.

მძღოლები ცალმხრივად იმოძრავებენ რუსთაველისა და სანკტ. პეტერბურგის ქუჩის კვეთიდან სანკტ პეტერბურგის ქუჩის და რუსთაველის II შესახვევის კვეთამდე. გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.

საავტომობილო გზებზე ცალმხრივი მოძრაობა მიმდინარე წლის 12 მაისიდან ამოქმედდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!