ზუგდიდში პოლიციამ 2021 წლიდან ძებნილი პირი დააკავა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლიდან ძებნილი, 1984 წელს დაბადებული ბ.ს. დააკავეს. 

“სამართალდამცველებმა ბ.ს. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მსჯავრდებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენის საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული. 

დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.”-აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!