ზუგდიდში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართება


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განცხადებას ავრცელებს:

“17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა. 13:00-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშამდე, სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი.

მკვდრეთით აღდგომილმან ჭეშმარიტმან ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან დალოცოს, ქრისტიანული ოჯახის ღირებულებების დამცველები და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოტო: ინტერნეტი


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!