- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ოქროს ბირჟაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში, ყოფილი “უნივერმაღის” შენობაში, ყაჩაღობა მოხდა. ოქროს ბირჟიდან გატაცებულია ოქრო.