- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში “მთავარი არხის” მხარდამჭერი აქცია ისევ გაიმართა.
“შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთ”, “მეტი რაღა უნდა მოხდეს, ხდება ახლა”, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. მათი თქმით, ნიკა გვარამიასთან ერთად ისინი მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკულ მედიას.
ზუგდიდში “მთავარი არხის” დამფუძნებელის ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია რამდენიმე დღის წინ, მედიის წარმომადგენლებმაც გამართეს.