- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით 4 მაისს ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდებათ. ინფორმაციას აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბენეფიციარები 10-მდე სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციურ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევების უფასოდ ჩატარებას შეძლებენ, დამატებით ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.
“მომსახურების მისაღებად მნიშვნელოვანია, ბენეფიციარმა თან იქონიოს პირადობის და დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე143″-აღნიშნულია ინფორმაციაში.