ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ


  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 20 ოქტომბერს, ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას პოლიკლინიკათა ქსელ “დიომედი აფხაზეთი”-ს ზუგდიდის ფილიალში მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდებათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენეფიციარები 10-მდე სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციურ ექიმ სპეციალისტთან კონსულტაციის გავლას და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევების უფასოდ ჩატარებას შეძლებენ, დამატებით ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცემათ.

მომსახურების მისაღებად მნიშვნელოვანია, ბენეფიციარმა თან იქონიოს პირადობის და დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!