ზუგდიდში მსოფლიო სურსათის დღე აღინიშნა


  • დღეს, დადიანების სასახლეთა ეზოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აღნიშნა მსოფლიო სურსათის დღე.

სამი საათიდან, დადიანების სასახლის ეზოში მოეწყო ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ საინფორმაციო კუთხეები. გაიმართა CENN-თან ერთად მოწყობილი სახალისო და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის. წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნაწილი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს მსოფლიო სურსათის დღის მთავარი გზავნილი წყლის, როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი – ამოწურვადი რესურსი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!