- დღეს, 15 საათზე, დადიანების სასახლეთა ეზოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აღნიშნავს მსოფლიო სურსათის დღეს.
3 საათიდან, დადიანების სასახლის ეზოში მოეწყობა ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ საინფორმაციო კუთხეები. CENN-თან ერთად მოწყობილი სახალისო და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებისთვის. მუსიკალური ნაწილი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით.
წელს მსოფლიო სურსათის დღის მთავარი გზავნილი წყლის, როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი – ამოწურვადი რესურსი.