- დღეს, ზუგდიდში, “სკეიტ პარკში”, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე, იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის მხარდამჭერები და მოქალაქეები.
მათ სანთლებით წარწერა “გადაარჩინე მიშა” გააკეთეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი საერთაშორისო აქციას უერთდებიან და მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვენ.