- დღეს, 29 მაისს, მეგრული ენის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში. შეკრებილებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს მეგრული ენის გაქრობის საფრთხეზე და სახელმწიფოს დახმარება სთხოვეს მის გადასარჩენად.
ღონისძიების მონაწილეებმა, სიმბოლურად, რამდენიმე წუთით, ქალაქის ცენტრალური გზა გადაკეტეს. მათ ასევე, მეგრული ენის დღესთან დაკავშირებით, ბულვარში, დარგეს მცენარეები.
ინფორმაციისთვის: მეგრული ენის დღე ზუგდიდში 2013 წლიდან აღინიშნება