- მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი რიგით მე-4 კონფერენცია სასტუმრო ,,Palm Beach”-ში გაიხსნა, სადაც მონაწილეობას ზუგდიდის საჯარო სკოლების 50-მდე მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იღებს.
კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს ზუგდიდი მერი მამუკა წოწერია მიესალმა. მამუკა წოწერიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე, ყველა ჩართულ ორგანიზაციას კონფერენციის მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ კონფერენციამ მიიღო საერთაშორისო ხასიათი და წელს ესტონეთის განათლების სისტემის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს, გამოცდილებების გაცვლა გაზიარებას ერთმანეთისთვის და ახალი სასწავლო პრაქტიკების დანერგვას.
პროექტი ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით.
კონფერენციის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრებისა და პოსტერების გამოფენა მოეწყო.
კონფერენციას, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა, საჯარო სკოლის დირექტორები და რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.