- საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრის „მართლმსაჯულების სახლის“ ფილიალის გახსნაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტს ზუგდიდში „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს პროექტის მიზნები და ამოცანები გააცნო.
„მართლმსაჯულების სახლის“ პარტნიორია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, რომლის მხარდაჭერით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში მემორანდუმის საფუძველზე, სამართლის სფეროს სტუდენტებისთვის, ასევე აფხაზეთიდან გადმოსული სტუდენტებისთვის უფასო სასწავლო პროგრამა ხორციელდება. ამავე ბაზაზე გაიხსნა სასამართლო მედიაციის ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს დავების მორიგებით დასრულებაში დაეხმარებათ.
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია