ზუგდიდში მანიების რვასულიან ოჯახს მერია სახლს უშენებს


  • ზუგდიდში სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.

მიმდინარე წელს 19 სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი სახლი აუშენდება. 

სოციალური სახლები ახალი დიზაინით აშენდება. განახლებული პროექტით გაზრდილია გაბარიტული ზომები, დაერთებულია კომუნიკაციები.

ზედაეწერში, მანიების მრავალშვილიან ოჯაში სახლის მშენებლობის პროცესს ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია გაეცნო. 

გიგა მანიას რვასულიან ოჯახს, სადაც ოჯახის ოთხი წევრი მცირეწლოვანია საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ, უახლოეს პერიოდში კი მათ ახალი კეთილმოწყობილი სახლი გადეცემათ.

ზუგდიდში 2015 წლიდან 141 სოციალური სახლი აშენდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო “წლის საუკეთესო პროექტი“  სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!