- საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში მოთავსებულ ერთ-ერთ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ცენტრის ხელმძღვანლის ნანა ოდიშარიას ინფორმაციითვე, ქალბატონი 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნებული პიროვნებაა, რომელიც პირდაპირ საზღვრიდანაა გადმოყვანილი საკარანტინე სივრცეში. მას კონტაქტი არავისთან ჰქონია.
პაციენტი რუხის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.