ზუგდიდში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 392 ნიმუშებიდან 119 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 88 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა წალენჯიხაში, 9 შემთხვევა ჩხოროწყუში, 6 შემთხვევა ფოთში, 5 შემთხვევა სენაკში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 133 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 10 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკაში და 5 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (6 ზუგდიდი, 3 ფოთი, 1 უცხო ქვეყნის მოქალაქე).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 156 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!