- სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეოს ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 333 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 14-ზე დადებითი პასუხია.
“აქედან 6 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 4 უკვე დადასტურებული შემთხევვის კონტაქტები არიან, ხოლო 2-ის დაინფიცირების წყაროს დადგენა მიმდინარეობას. 5 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, რომლებიც უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან. 1 შემთხევვაა ხობში, რომელიც ასევე, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 1 შემთხვევა დაფიქსირდა რუხის კლინიკაში, აფხაზეთიდან ცხელებით გადმოყვანილ ქალბატონს დაუდასტურდა, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთის კლინიკაშიც, რომელიც ცხელებით შესული პაციენტია და არის ლანჩხუთის მცხოვრები. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 208 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 68 კოვიდ პაციენტი, აქედან 18-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 27 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 9 პაციენტი, მათგან 4 ზუგდიდის 2 კი სენაკის მკვიდრია, 1 აჭარის რეგიონიდან, 2 ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში იმყოფება – 109 ადამიანი.