ზუგდიდში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 358 ნიმუშებიდან 69 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 57 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 31 კი ცხელებით და სხავადასხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.

4 შემთხვევა არის ფოთში, 3 შემთხვევა  სენაკში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში. ასევე 1 შემთხვევა გამოვლინდა ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში და 1 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 120 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი მათ შორის 10 რუხის კლინიკიდან და 1 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (5 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდან, 1 თბილისის მაცხოვრებელი).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 177 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!